გიორგი ჩაკვეტაძე – წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიმდინარეობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი , სადაც თვითონ გაიმარჯვებენ

წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი , სადაც თვითონ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე წერს.
მისივე თქმით, მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება – დისკუსია, ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და დისკუსიაზე უარს ამბობენ, შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ.
„არჩევნებში დამარცხდნენ და დისკუსიაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, დესტაბილიზაციის გარდა არაფერი დარჩენიათ“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან