გიორგი ჩაკვეტაძე სოფო ჯაფარიძის განცხადებაზე – კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს, პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია, ასევე, სააკაშვილის ,,პირადი წარმომადგენელი” – მგონი, მართლა ჰგონიათ, ,,ერთიანობა” რომ დაირქვეს, “ნაცები” აღარ არიან

„ნაცმოძრაობამ“ ახალი პროექტი დაიწყო – ,,ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძე აფასებს სოფო ჯაფარიძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და ს “სპეციალური წარმომადგენელია”.
რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს.
“მოგესალმებით მოქალაქე ვ…
კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ,,პირადი წარმომადგენელი”. ამათ მე მგონი, მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა” რომ დაირქვეს, „ნაცები“ აღარ არიან.
„ნაცმოძრაობამ“ ახალი პროექტი დაიწყო – ,,ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!
რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.