გიორგი ჩაკვეტაძე – თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი იქნებოდა, ის დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა – მისი გამოჩენა რუსთაველზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლას რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.
ჩაკვეტაძის განცხადებით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.
„თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული“, – წერს ჩაკვეტაძე X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)