გიორგი ჩაკვეტაძემ „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე” გიორგი ჩაკვეტაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე განახლებულ „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე”, რომელზეც პარლამენტი უახლოეს კვირებში იმსჯელებს.
„კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ბაგა-ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე. გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის მონაწილეების კითხვებს უპასუხა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები