გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“),
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
როგორც შინჯიკაშვილი წერს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა მიზეზებზე არაფერს ამბობს.
„4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით. მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში“, – წერს შინჯიკაშვილი.
თითქმის ერთი წელია მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გიორგი შინჯიკაშვილს და „ხარებას“ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. პერიოდულად ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ამ დაპირისპირების გამო გიორგი შინჯიკაშვილს და „ხარებას“ თანამებრძოლების ანგარიშსწორებების შესახებ.
იმას, რომ შინჯიკაშვილს და „ხარებას“ შორის დაპირისპირება არსებობს, ადასტურებს გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილიც.
· ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს – მღვდელი „ხარებას“ მიმართავს
· საია „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
· რის შესახებ ისაუბრა „ხარებას“ ყოფილმა თანამშრომელმა ქვეყნიდან წასვლამდე

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს