გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ტენერიფეს“ ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
ოქტომბერში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 36 წლის შერმადინი საშუალოდ 18.5 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა. თვის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი კარიერაში მეთოთხმეტედ აღიარეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ოქტომბერში „ტენერიფემ“ ოთხივე მატჩი მოიგო, წინ უდანაკარგოდ მიიწევს და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია.