გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 წლის 1 -ელ აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული (თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TvnPU
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +995 577 09 21 27; +995 577 34 85 34“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი