გიორგი შარაშიძე – საქართველოს დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ღალატი

საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ღალატი, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ლიდერების განცხადებები.
როგორც შარაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ამ ყველაფერზე საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა ამ მოღალატე რეჟიმს, რომელმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი და პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს“.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან სამწუხაროა ეს გარემოება. რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. 17 წელი გავიდა და დღეს გვყავს ხელისუფლებაში რეჟიმი, რომელიც საქართველოს აბრალებს 2008 წელს ს მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან აგრესიას. ერთადერთი შეფასება ამას შეიძლება მიეცეს, როგორც საკუთარი სამშობლოს ღალატი და პირდაპირ იმ საქმის კეთება, რაც ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის ინტერესებში შედის, ანუ ეს არის რუსული საქმის კეთება. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი საკუთარი ხელისუფლების გასახანგრძლივებლად სჭირდება. ფაქტობრივად, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში ცვლის და კოლაბორაციაში იმყოფება ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერთან – რუსეთთან. ასეთ მძიმე დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მთელი ეს პროპაგანდისტული ხაზი, თითქოს საქართველოს დაიწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე აუფასურებს ჩვენი გმირების და ამ ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების გმირობას. ამ დღეს, ნაცვლად იმისა, რომ პატივს მივაგებდეთ მათ და ეს იყოს ჩვენი ეროვნული გმირების პატივისცემის დღე, გამოდის, რომ თუ „ოცნების“ დღევანდელ გზავნილებს დავუჯერებთ, მათი გმირობაც, ღვაწლიც არის გაუფასურებული მათი გადმოსახედიდან. ამ ყველაფერზე საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა ამ მოღალატე რეჟიმს, რომელმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი და პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.
„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია – ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ