გიორგი შარაშიძე – პარლამენტში ყოფნით გაცილებით ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია „ოცნებისთვის“, ვიდრე ქუჩიდან – ეს არის და ეს, თორემ ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც გულწრფელადაა აღშფოთებული „ოცნების“ საქციელით

2024 წლის 28 ნოემბერი რომ არის ქვეყნის ინტერესების ღალატის დღე, რომელიც „ოცნებამ“ და მ ჩაიდინა, ამას აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, ამაზე მწვავე ვერც ერთ განცხადებას ვერ მოისმენთ დღეს, მათ შორის, ქუჩიდან – უბრალოდ, თქვენ მოგწონთ ქუჩიდან ყვირილი, ჩვენ უფრო კარგად გამოგვდის, მათ შორის, ტრიბუნიდან საუბარი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებმა დააზიანა და „მათ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა ჰქონდეთ“, აქციას საერთოდ აღარ გაეკარებოდნენ.
როგორც შარაშიძე აღნიშნავს, მის გუნდს პარლამენტში ყოფნით გაცილებით სწორი და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია „ქართული ოცნებისთვის”, ვიდრე ქუჩიდან.
„ზოგადად, ეს აქცია, მშვიდობიანი პროტესტი დააზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებმა და ამაზე „ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლობა არ აუღია, არც ბოდიში მოუხდია. მათ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, საერთოდ აღარ გაეკარებოდნენ ამ აქციას. არსებობს ერთ-ერთი დიდი ქართველის ბრძნული გამონათქვამი – „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”. როდესაც შენ შენი ქვეყანა მართლა გიყვარს და შენი ქვეყნის ინტერესს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებ, მაშინ კეთილი ინებე და გაეცალე, როგორც დიდმა ქართველმა ბრძენმა დაგიბარა, რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”. სანამ ის ძალა იქ არის და აზიანებს პროტესტს, ჩვენ არ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ პროტესტის დაზიანებაზე, იმიტომ რომ გული შეგვტკივა ამ პროტესტზე. იმიტომ ვართ დღეს აქ, რომ მიგვაჩნია, ჩვენი აქ ყოფნით გაცილებით სწორი და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია „ოცნებისთვის“, ვიდრე ამ შემთხვევაში, ქუჩიდან. ეს არის და ეს, თორემ ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად არის აღშფოთებული „ოცნების“ მოღალატეობრივი საქციელით. გიმეორებთ, რომ ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“. 2024 წლის 28 ნოემბერი რომ არის ქვეყნის ინტერესების ღალატის დღე, რომელიც „ოცნებამ“ და მ ჩაიდინა, ამას აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, ამაზე მწვავე ვერც ერთ განცხადებას ვერ მოისმენთ დღეს, მათ შორის, ქუჩიდან. უბრალოდ, თქვენ მოგწონთ ქუჩიდან ყვირილი, ჩვენ უფრო კარგად გამოგვდის, მათ შორის, ტრიბუნიდან საუბარი“, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.