პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის იმ პარტიების ამომრჩევლებიც, რომლებიც ბოიკოტის გზას ირჩევენ.
როგორც შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი არც „გახარია საქართველოსთვის“, არც „ლელოს“ და არც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი არ იქნება, არამედ დიდი ალბათობით იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატი.
„რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას. იმ პარტიების მხარდამჭერებიც კი, რომლებიც ბოიკოტის გზით მიდიან, მათი მხარდამჭერების 1/3 მზად არის არჩევნებზე მივიდეს. თბილისში განსხვავებული ვითარებაა: თბილისში, „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი 20%-ს არ აღემატება.
თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება, არც „გახარია საქართველოსთვის“ და არც პარტია „ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი. კანდიდატი დიდი ალბათობით იქება პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატი. ამ პირობებში ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გარდა ჩვენი პარტიების მხარდაჭერისა, ექნება იმ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერაც, რომელიც მზად არის არჩევნებზე მივიდეს. ეს მოცემულობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად არათუ შემცირდება, არამედ პირიქით უფრო და უფრო გაიზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დარწმუნდებიან, რომ არჩევები არის ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი“,- განაცხადა შარაშენიძემ.
კითხვაზე, რატომ უნდა ჩაითვალოს „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვებად თუკი რამდენიმე საკრებულოში, რამდენიმე მანდატის მიღებას შეძლებენ, შარაშიძე პასუხობს, რომ ბოიკოტის გზა უარესია და არ შეიძლება ამომრჩევლის „ქართული ოცნების“ პირისპირ დატოვება.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა პოლიტიკის დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რეალური ბრძოლა.
„ამ არჩევნების მიზანი არ დაგვყავს ისეთ დაბალ დონეზე, როგორიც არის, თითქოს მართლაც ვიბრძოდეთ საკრებულოებში რამდენიმე მანდატისთვის. მანდატები და თანამდებობები რომ გვინდოდეს, არ წავიდოდით იმ გზით, რა გზითაც მივდივართ. რასაც ვაპირებთ, არის ის, რომ პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკურ პროცესში. რეალურად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ „ოცნების“ წინააღმდეგ. უთანასწორო პირობების გამო ბრძოლის ველს ხომ ვერ დავტოვებთ?! ამომრჩეველს მარტო და პირისპირ ხომ ვერ დავტოვებთ „ოცნების“ წინაშე?!
ჩვენ ისტორია არ გვაპატიებს იმას, რომ ამ ბრძოლაში არ შევიდეთ და ჩვენი ამომრჩეველი დავტოვოთ „ოცნების“ პირისპირ, ეს იქნება უპატიებელი შეცდომა. ბოიკოტი საერთოდ უარესია, ეს არის გაუგებარი თეორია. ამიტომაც არის, რომ ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტის გზით მიდიან, ვერ გვთავაზობენ ვერანაირი გეგმას“,- განაცხადა შარაშიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი შარაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს კორუფციაში შესაძლო მონაწილეობასა და ფულის გადაცემაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად გამოიყენება მმართველი გუნდის მიერ როგორც ხელსაყრელი მოწმე.
„პარტიით, რომლითაც ჩვენ მოქალაქეებს აშინებენ, ამ პარტიის თავმჯდომარეს თვითონ უხდიან ხელფასს? როგორ ფიქრობთ „ოცნებაში“ ეს გადაწყვეტილი იყო თავისი ნებით და თვითინიციატივით, ვიღაც უხდიდა ხაბეიშვილს ხელფასს, თუ ეს ასე იყო? რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იქნებოდა „ოცნების“ ყველა ლიდერთან. როგორც კი კობახიძეს და „ოცნებას“ სჭირდება იგივე გახარიას წინააღმდეგ რამის დასაბუთება, მოწმის სახით გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“.
ანა წითლიძე გამოდის, ვისზეც კობახიძემ თქვა, რომ „ქალბატონი ანა მართალიაო“. ცნობილი ანდაზა რომ არის – „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვნაო” ეს არის. მელა კობახიძეა და მოწმე ანა წითლიძე. კობახიძეს რომ კითხო, ყველა იტყუება – გახარია იტყუება, ბრიტანეთი იტყუება, ევროკავშირის ყველა ქვეყანა იტყუება და ერთი ქალბატონი, ანა წითლიძეა მართალი. თუ კი შესაძლებელია „ქვეყნის მთავრი ოპოზიციური“ პარტიის თავმჯდომარე მმართველი ძალიდან არაოფიციალურ ხელფას იღებდეს, ამ ლოგიკით დიდი ეჭვი შეიძლება კობახიძისა და ანა წითლიძის ურთიერთობაზე გვქოდნეს. ასე, რომ სანამ რამე განცხადებას გააკეთებენ, დაფიქრდნენ, რაზე საუბობენ“, – განაცხადა შარაშიძე.
