გიორგი შარაშიძე – მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება დაღუპული გმირების წინაშე, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიაროს – მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ

დღევანდელი დღე, ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს მშვიდად და წყნარად. თითოეულ ქართველს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში, აქ დაღუპული გმირების და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ მშვიდად, მათი პატივისცემით ჩაიაროს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს 36 წლის შემდეგ კვლავ უწევთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.
„9 აპრილი არის ყველაზე დიდი სიმბოლო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის. 1989 წელს აქ იყო მსხვერპლი, მათ შორის ახალგაზრდების, ჩვენი თანამემამულეების და 2 წლის შემდეგ აქ დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თარიღი ერთი მხრივ არის მძიმე და მეორე მხრივ საზეიმო, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება. ამიტომ, დღევანდელი დღე, ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს მშვიდად და წყნარად. თითოეულ ქართველს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში, აქ დაღუპული გმირების და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ მშვიდად, მათი პატივისცემით და იმ სულისკვეთებით ჩაიაროს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ნიშნავს. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, 36 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, ქართველი ხალხის მოთხოვნა – ხელახალი , თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უკანონო პატიმრების გათავისუფლება – ძალაში უნდა დარჩეს და ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ამ მოთხოვნას მივაღწევთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!