გიორგი შარაშიძე – მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელშია ცესკო და მთელი სახელმწიფო სისტემა, ათასობით დამკვირვებელი ჰყავთ რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით – საჭიროა ოპოზიციური ამომრჩევლების აქტივობა

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელშია და სრულად მთელი სახელმწიფო სისტემა, რომელიც მუშაობს მმართველი ძალის სასარგებლოდ, „ოცნებას“ ჰყავს ათასობით დამკვირვებელი, საკუთარი წევრებიდან რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 11:00 საათისთვის დაფიქსირებულ საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.
მან მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში.
„მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს 4 ოქტომბერს არის მუნიციპალური ს დღე და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში. არ დარჩეთ სახლში, ხმა მიეცით “ოცნების” წინააღმდეგ, ხმა მიეცით ძალადობის, უსამართლობის, კორუფციის წინააღმდეგ. თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. “ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააკეთოს მობილიზება და ორგანიზება გაუკეთოს საკუთარი ამომრჩევლების მიყვანას საარჩევნო უბნებზე. ამისთვის საჭიროა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განსაკუთრებული აქტივობა, იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი გახდეს “ქართული ოცნების” მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დამარცხების დასაწყისი.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ არაერთ პროცედურულ და ადმინისტრაციულ დარღვევებს, 11 საათის მდგომარეობით მოგახსენებთ:
მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელშია ცესკო და სრულად მთელი სახელმწიფო სისტემა, რომელიც მუშაობს მმართველი ძალის სასარგებლოდ, “ოცნებას” ჰყავს ათასობით საკუთარი დამკვირვებელი, საკუთარი წევრები ჰყავს რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ნათელას შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ არის “ოცნების” წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლიტიკის და სამართლის” დამკვირვებელი. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება საარჩევნო უბნების მიმდებარედ. ეს ადამიანები ცდილობენ მოქალაქეთა ნებაზე მოქმედებას და ჩვენ მოვუწოდებთ -ს, უზრუნველყოს საარჩევნო უბნებთან კანონით დადგენილი დისტანციის დაცვა და აღნიშნული დაჯგუფებების გადაყვანა საარჩევნო უბნებიდან დაშორებულ ზონაში, რათა არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა. თქვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბიულეტენების გაჟონვაზე, ამჯერად ეს პრობლემა ნაწილობრივ არის გადაჭრილი კონვერტის დაგრძელებით, მაგრამ ბუნებრივია ეს ვერ ჭრის საბოლოოდ ამომრჩევლების ნების ფარულობას. რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორი ბიულეტენის მიცემა ერთ ამომრჩეველზე მათ შორის საბურთალოსა და ნაძალადევის ოლქებში. ნაძალადევის 33-ე უბანზე კომისიის წარმომადგენლები („ქართული ოცნების“ წევრები) კამერებს ეფარებიან, რაც არღვევს გამჭვირვალობის პრინციპს. უბნებზე №10.52 და №09.58 მოქალაქეებს პიროვნების იდენტიფიცირების ჩეკებზე ხელმოწერას არ აძლევენ, რაც წარმოადგენს საარჩევნო პროცედურის დარღვევას.ორი ბიულეტენის გაცემა დაფიქსირდა სულ მცირე 5 უბანზე თბილისის მასშტაბით ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს იმის დასადგენად, მიიღებს თუ არა ეს დარღვევა სისტემურ ხასიათს. ქუთაისში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კამერები იმყოფებოდა ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებთან ზედმეტად ახლოს, რის გამოც არსებობდა მოქალაქეთა ნების გამჟღავნების რისკი. დამკვირვებლების მოთხოვნის საფუძველზე, კამერების პოზიცია შეიცვალა ისე, რომ მოქალაქეთა საიდუმლოება დაცული დარჩა“,- განაცხადა შარაშიძემ.