გიორგი შარაშიძე – გუნდი, რომელსაც წარმოგიდგენთ, მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე, სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე

გუნდი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე. სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსა” და “ძლიერი საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ თბილისში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, „დღეს ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ცვლილებები და ცვლილებები დღეს თბილისიდან იწყება“.
„აქ და ახლა საფუძველი ეყრება ნამდვილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის მმართველობას, როდესაც ორი კონკურენტი პოლიტიკური ძალა თანხმდება ერთობლივ მოქმედებაზე ბრძოლის გეგმაზე „ქართული ოცნების“ და ს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიევროპული, მოძალადე, კორუფციაში ჩაფლული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩემო ძვირფასო თბილისელებო, არჩევანი დღეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ერთ მხარეს არის კორუფციაში ჩაფლული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი მოძალადე რეჟიმი, ვისთვისაც მთავარი მოტივაცია ამ ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა არ არის, ერთადერთი მოტივაციაა დარჩენილი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ მოპარული ფული, კიდევ უფრო მეტი მოიპარონ და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ქართველი ხალხისგან მოპარული ძალაუფლება. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ყველაფერში ისინი ყველაზე ღირებულს, რაც გაგვაჩნია, საკუთარ სამშობლოს ცვლიან. მეორე მხარეს არის ჩვენი ორი პოლიტიკური ძალის: კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ სრულიად ახალი, სუფთა წარსულის მქონე, კეთილსინდისიერი, ღირსეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისისა და სხვა ქალაქების დაბრუნებაზე. სულ მალე კი მთელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა