გიორგი შანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა.
შანიძეს პროკურატურა აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებოდა. შანიძე დაკავების დღიდან, 8 მაისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლოში შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, მაგრამ მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გიორგი შანიძეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, პროკურატურამ ბრალი წაუყენა მცენარე კანაფის კულტივაციის მუხლით, რომლის ნაწილშიც შანიძეს სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დიდმა სასჯელმა შედარებით მცირე შთანთქა და საბოლოოდ გიორგი შანიძეს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თავს კრიმინალად ვერ მივიჩნევ. ამ აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და იმიტომ ჩავიდინე ეს “დანაშაული”, რასაც მედავებიან და არა იმიტომ, რომ კამერის დაზიანება მსურს, როგორც პროკურორი ამბობს ხოლმე“, — თქვა გიორგი სასამართლოში, განაჩენის გამოცხადებამდე.
მისი თქმით, პოლიტიკური სარჩული აქვს მის მიმართ წაყენებულ მეორე ბრალდებასაც, რომელიც კანაფის კულტივაციას ეხება და რომ არა ეს გარემოება, მოსამართლეს შეეძლო მისთვის პირობითი მსჯავრი დაეკისრებინა.
35 წლის გიორგი შანიძე ბოლო პერიოდში სარეკლამო სფეროში საქმიანობდა. შანიძე ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქართველებს შორის, რომლებიც ში შეჭრის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრნენ. იგი 8 თვის განმავლობაში, როგორც დრონის ოპერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში უწევდა დახმარებას. შანიძე სამშობლოში უკრაინიდან ერთ წლის წინ დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას