გიორგი შანიძე ეჭვობს, რომ ჩხრეკისას პოლიციამ ნივთები “ჩაუდო”

რეპრესიების მსხვერპლი 6 მომიტინგე ბრალის წარდგენას ელოდება. დაკავებულები ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გამოკეტილი.
დიღმის იზოლატორში მყოფი გიორგი შანიძე ცოტა ხნის წინ მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატის თქმით, დაკავებულს აქვს ეჭვი, რომ მისი სახლის ჩხრეკის დროს, გარკვეული ნივთები “ჩაუდეს”.
ამ ეჭვს შანიძეს უჩენს ის, რომ სახლის ჩხრეკას სამართალდამცველებმა არცერთი ოჯახის წევრი არ დაასწრეს.
მისი დაკავება მოხდა საცხოვრებელ სახლთან, ქუჩაში. მის მიმართ რა სავარაუდო მტკიცებულებებიც არის, მათ არ ეთანხმება. საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს გარკვეული ნივთები, რომელიც ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა. ასევე მას ედავებიან სხვისი ნივთის დაზიანებას, ამ შემთვევაში იგულისხმება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო ვიდეო-კამერების დაზიანება”, – ამბობს ადვოკატი.
გომელაურის უწყებამ დღეს ფაქტობრივად რეპრესიები დაანონსა. არ არის გამორიცხული, გამოკითხვაზე დაიბარონ პოლიტიკსოები და აქციის სხვა მონაწილეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ