უსაფრთხოების საკითხის მკვლევარი და “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი მიიჩნევს, რომ “შეუძლებელი იყო რომელიმე შესყიდვა ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობის გარეშე განხორციელებულიყო”.
შაიშმელაშილის განცხადებით, მისი აზრით, ბოლო “სამიზნე” ირაკლი ღარიბაშვილია.
მინისტრი ბურჭულაძე, ვინც იცნობს მას, მას ჰქონდა ერთადერთი ძლიერი მხარე, თუ შეიძლება ამას ძლიერი დაერქვას, ის იყო კარგი მუერნე, ითვლებოდა ასეთად და იყო კარგი ფინანსისტი.
მე რაღაც პერიოდი მომიწია მუშაობა [მის დროს] და ის იყო ადამიანი, რომელიც ბიუჯეტის ყველა პუნქტს და მუხლს თვითონ გადიოდა, შეუძლებელი იყო რომელიმე შესყიდვა განხორციელებულიყო მისი მონაწილეობის გარეშე. ამდენად იყო ჩასული მიკრომენეჯმენტში. იმის გამო, რომ მანამდე თვითონ კურირებდა ამ ფინანსებს, თვითონ ეს სფერო იცოდა მხოლოდ და ეს სფერო უადვილდებოდა და რაღაც ხომ უნდა ეკეთებინა.
მე მგონია საბოლოო სამიზნე ღარიბაშვილია…
მგონია, რომ ხდება ფულის აკუმული8რება ივანიშვილის ჯიბეში და ამისთვის ეს ადამიანები არიან, როგორც სიგნალი, როგორც ტყვედ აყვანილი ხალხი, მათმა პატრონებმა სწრაფად უნდა შეასრულონ X ღონისძიებები, რომ შემდეგ ამათ გაუფორმდეთ საპროცესოები,” – განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა. „TV პირველის“ ინფორმაციით, დაკითხვა ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.
გამოკითხვის შემდეგ ბურჭულაძე გამოუშვეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას აცნობეს, რომ კვლავ დაიბარებენ.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის – ოჯახის წარმომადგენელიც. დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვაში. მათ ბრალი დღეს წარედგინათ.