“გაუჭირდა ფული დღეს ივანიშვილს და საკუთარი, ყოფილი თანამებრძოლების ჯიბიდან იღებს” – ამის შესახებ საფრთხოების საკითხის მკვლევარმა, “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ, ივანიშვილის კარზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, უპირატესობა მოიპოვა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვისგან განსხვავებით, ფული ცდუნება არ აღმოჩნდა.
ამ ტიპის სისტემებში და მე დარწმუნებული ვარ კობახიძის შემთხვევაშიც ასე მოხდება ეს, კორუფციასთან ბრძოლა მთავრდება იმით, რომ ეს ადამიანებიც მერე ხდებიან ისეთივე კორუმპირებულები, ვისაც მანამდე ებრძოდნენ. თუმცა, საწყის ეტაპზე მათ აქვთ ეს უპირატესობა, უნდა ვაღიაროთ, კობახიძეს და მის ჯგუფს, ისინი არ არიან ღიად ჩართული, ამ წუთის მდგომარეობით, დიდ სკანდალებში. კობახიძე არის უფრო წესრიგის ადამიანი, ამ თვალსაზრისით, უფრო იდეინად გამკეთებელი რაღაც საკითხების, ვიდრე მისი წინამორბედი ღარიბაშვილი, რომლისთვისაც და მისი საახლობლოსთვისაც ფული აღმოჩნდა ის ცდუნება, რომელსაც ვერ გაუძლეს.
კობახიძე სხვა გზას ირჩევს, მისთვის ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ივანიშვილის კარზე, მას ეს უპირატესობა აღმოჩნდა, რომ მუდმივად მართალი იყო იმიტომ, რომ ნაკლები იყო მასთან დაკავშირებული ფინანსური… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაუჭირდა ფული დღეს ივანიშვილს და საკუთარი, ყოფილი თანამებრძოლების ჯიბიდან იღებს ამ ფულს, ამ თვალსაზრისით, ყველაზე უფრო სანდო ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ გაწმენდს სხვებს და არ დაინდობს და მეორე მხრივ თვითონ არ არის ამ წუთას კორუფციაში ჩართული, არის კობახიძე,” – განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.