გიორგი ყუშიტაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში დამარცხდა

28 წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ) აზიის ჩემპიონ ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა, ოლიმპიურ თამაშებს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა და მედლის გარეშე დარჩა.
29 ივლისს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, ლაშა გურული (67 კგ) იასპარეზებს.