გიორგი ყორღანაშვილი: თითქმის სამუდამოდ დადუმებული ხალხიც ჩურჩულებდა თავისთვის, რომ ჯერ გლობალური ომის პარტიაა, ჯერ დიფ სთეითია, ჯერ 20 იანვარი წინაა და თქვენ ყველას ნიკამელიები გიყვართ

“ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა შავფორმიანი და შავნიღბიანი არსება ადამიანს გამეტებით სახეში წიხლს ურტყამდა და როცა ეს კადრი ყველამ ცხადად ნახა, მაშინ გაჩნდა აბსოლუტურად თვალსაჩინო არჩევანი – იღებ ხმას და იბრძვი, თუ დუმდები თითქმის სამუდამოდ და მხოლოდ ალაგ-ალაგ გასაპრავებელ სამთავრობო მესიჯბოქსებს აყოლებ ხმას ჩურჩულით.
მას მერე კიდევ ბევრი და კიდევ უფრო ცხადი კადრი ვნახეთ, კიდევ უფრო მტკნარი ტყუილები ვისმინეთ და თითქმის სამუდამოდ დადუმებული ხალხიც ჩურჩულებდა თავისთვის, რომ ჯერ გლობალური ომის პარტიაა, ჯერ დიფ სთეითია, ჯერ 20 იანვარი წინაა და თქვენ ყველას ნიკამელიები გიყვართ.
დღეს მ ღიად თქვა, არათუ რუსული კანონის წარსული მოდელი, სუუულ ახალი, აგერ აწმყოში რაც აქვთ, იმას ავიღებთ და გამოვიყენებთო.
ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა შავფორმიანი და შავნიღბიანი არსება ადამიანს გამეტებით სახეში წიხლს ურტყამდა და როცა ეს კადრი ყველამ ცხადად ნახა, ხმა არ ამოგიღიათ და ელოდით ხელჩასაჭიდს, იქნება და ვინმემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვოს, ეგებ ცუგას საქართველოს დროშა ჩააცვან, ტემუს კუბო დაწვან, იწვიმოს, გადაიღოს და ცისარტყელა გამოვიდეს ზედ რუსთაველზე.
არ იდარდოთ, თქვენს საჩურჩულოებს გზადაგზა ამ წუთასაც კი წერენ, ცვლიან და გაწვდიან, რომ თქვენი გაუბედაობა, გაუნათლებლობა და ფობიები ჩაიკლათ და იჩურჩულოთ ულიმიტოდ,” – წერს სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა „ინდიგოს“ ვებრედაქტორი, გიორგი ყორღანაშვილი.