გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

პორტუგალიის ჩემპიონმა, ლისაბონის „სპორტინგმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც „სპორტინგში“ 2025 წლის მარტში 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა უცხოური კარიერა 2017 წელს ესპანურ „ჟირონაში“ დაიწყო, საიდანაც მალე იჯარით „პერალადაში“ გადავიდა. ერთი სეზონის შემდეგ კი „ლევანტესთან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც თავიდან სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ერთი სეზონი იჯარით „კასტელიონში“ გაატარა, ბოლოს კი ვალენსიურ კლუბში დაბრუნდა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ლა ლიგაში გადასვლაში დაეხმარა.
გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
1tv.ge