გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო

გიორგი გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს შორის ნდობა არ შედგა , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიას გუშინ სულ სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, დღეს კი სულ სხვა წარადგინა.
ამასთან, ქობულიას თქმით, ის წინააღმდეგი იყო “ძლიერ საქართველოსთან” ალიანსზე.
“მე საქართველოში -დან დეკემბერში დავბრუნდი. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაღაც ფორმით მონაწილეობას მიმეღო პოლიტიკაში, რათა წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში. რეალური წერტილი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს იყო დღევანდელი მთავრობის დასავლეთთან დაპირისპირება, რომელიც აბსოლუტურად უაზრო იყო.
როდესაც მინისტრი ვიყავი, ამ მთავრობის მიმართ მაშინაც ბევრი პრეტენზია მქონდა, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ მთლიანად შემოვსულიყავი ამაში.
ჩემი არჩევანი იყო, რომ საკუთარი გუნდი შემექმნა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ვასწრებდი, ამიტომ გადავწყვიტე, შევერთებოდი რომელიმე არსებულ პლატფორმას. როდესაც ამ პლატფორმებს გადავხედე, მაშინ ყველაზე მისაღები ჩემთვის გიორგი გახარიას პარტია იყო.
გიორგი გახარია სამი თვის წინ თავად დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ამ სამი თვის განმავლობაში მე მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა. ჩვენს შორის ნდობა არ შედგა. ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაცას ერთად გავიტანდით, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ეს თანამშრომლობა უკვე დახურულია და აღარასდროს შედგება, თემა უკვე დახურულია.
მე წინააღმდეგი ვიყავი “ლელოსთან” ალიანსზე. ამის მიუხედავად, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა სია იყო, ეს ყველაფერი ეხმარება ნდობას? რა თქმა უნდა, არა. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დამთავრებულია.
ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რაც დამისახელეს, იყო ის, რომ თითქოს გუშინ “ფორმულას” ეთერში დავიცავი. მე ჩემი აზრი ვთქვი გუშინდელ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის არ არის ს სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ისიც, რომ ამის ფაქტებს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ქობულიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს