გიორგი ქადაგიძე – წინასაარჩევნო გარემოზე ჩანს, რომ ნორმალურთან მიახლოებული არჩევნებიც კი არ იქნება – საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა – რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ, 26 ოქტომბერს „ოცნება“ ოპოზიციაში გადაბარგდება

წინასაარჩევნო გარემოზე ჩანს, რომ ნორმალურთან მიახლოებული ც კი არ იქნება. პოლიტიკურმა პარტიებმა ეს უნდა გაიაზრონ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტის ქარტიის შესახებ.
მანა ასევე საერთო თანამშრომლობის ფორმატის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კონფიგურაციაზე ჩამოყალიბდნენ, მათ შორის, საერთო თანამშრომლობის რეჟიმში, რომელიც პასუხობს საზოგადოების დაკვეთას. ჩემი აზრით, საზოგადოების დაკვეთა დღეს არის ცალსახა, დაკვეთა არის ერთიანობისკენ“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მას ასევე ჰკითხეს „ხალხის ძალის“ გურამ მაჭარაშვილის განცხადებაზე, რომ რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში. გიორგი ქადაგიძის თქმით, „ხელისუფლება უკვე ისეთ აგონიურ მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტერორზეა გადასული, ყველაფერია შესაძლებელი“.
„წარსულის მაგალითსა თუ გადავხედავთ, 1930-იან წლებში საქართველოს საუკეთესო შვილებს, სანდრო ახმეტელს, ტიციან ტაბიძეს და ა.შ. რეპრესიები მოუწყვეს, პარტნიორი ქვეყნების ჯაშუშობა დააბრალეს და შემდეგ კი, გაასამართლეს. დღეს 21-ე საუკუნეა. დღეს ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა და ცხადია, ასეთი რამ არ მოხდება. ხელისუფლება უკვე ისეთ აგონიურ მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტერორზეა გადასული, ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, ის, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობები ცალსახაა და აბსოლუტური უმეტესობა ვართ ჩვენ, ადამიანები, ვისაც გვინდა ევროინტეგრაცია, თავისუფალი სამყაროს წევრობა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გადაბარგდება პოლიტიკურ ოპოზიციაში“, – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩების არმისვლას, ქადაგიძის შეფასებით, ელჩების არმისვლა არის მკაფიო პოზიცია დასავლელის პარტნიორებისა, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ „სახელმწიფოს მიტაცების იმ ფორმატში რისი მომსწრეებიც ვართ“.
აღნიშნული განცხადებები ქადაგიძემ მედიასთან სასტუმრო „რუმსში“ გააკეთა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით,“საუბარი ევროპაზე“.
მისი თქმით, თუკი ვინმე არის დარჩენილი, ვინც ყოყმანობს ან არ არის ჩამოყალიბებული, რა ხდება და როგორ ხდება სახელმწიფოს მიტაცება, მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრამდე მაქსიმალურად მიაწოდონ აზრი, რას ნიშნავს იზოლაცია, დასავლეთთან დაპირისპირება და რა კატასტროფული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„ამიტომ, ასეთი შეხვედრა არამარტო მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან აუცილებელია და მუდმივად უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით“-განაცხადა ქადაგიძემ.