გიორგი ქადაგიძე: ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება #აქ.ახლა, ამიტომ არ #გაჩერდე

“ორი ყველაზე მსხვილი ბანკისგან გამოყოფილი თანხა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ცალსახად მისასალმებელია.
მაგრამ როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემის, გატაცების, წამების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,
როდესაც მუსიკოსები, მსახიობები, კლუბები, კინო და თეატრი, ასევე მრავალი საშუალო თუ მცირე ბიზნესი, რეჟიმთან ეკონომიკური არათანამშრომლობის არჩევანისთვის, უმძიმესი ფინანსური ზიანის წინაშეა,
როდესაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტები პირველ ხაზზე იბრძვიან და ხვალ შეიძლება ხელფასი ვერ აიღონ,
5 მილიონზე გაჩერება, რაც არის ამ ბანკების წლიური მოგების 0,16%, ანუ 100 ლარი მოგებიდან 16 თეთრი, მხოლოდ რეპუტაციის გადარჩენის მცდელობა იქნება.
ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება #აქ.ახლა, ამიტომ არ #გაჩერდე
პ.ს. დახმარებების საქმეში, თუ ნანუკა ჟორჟოლიანთან არ თანამშრომლობ, რომელიც 24/7ზე ამ საქმით არის დაკავებული და მართლაც სასწაულებს აკეთებს ცარიელი ხელებით, ასევე უფრო მეტ კითხვას აჩენთ ბატონებო,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე.