გიორგი ქადაგიძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, გიორგი ქადაგიძე მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
***
გიორგი ქადაგიძე პოლიციამ 3 თებერვალს სანაპიროზე მსვლელობის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავა.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიორგი ქადაგიძემ ფორმულასთან თქვა, რომ ეს დაკავება მისთვის არის დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტად იაქტიუროს.