ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე:
ნებისმიერი რეჟიმის ძალაუფლება დგას გაცემული ბრძანებების შესრულების უნარზე. როდესაც გაცემული ბრძანებები ვეღარ სრულდება, რეჟიმი იწყებს სწრაფ ჩამოშლას.
ზუსტად ამიტომ პოლიტიკური ძალების, არასამთავრობოების და აქტიური მოქალაქეების დაუმორჩილებლობა, პროტესტი, არაღიარება და არათანმშრომლობა არის ის, რისაც ყველაზე მეტად და თანაც საფუძვლიანად ეშინია რეჟიმს.
რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს დაუმორჩილებლობის პირველი ხაზი, რადგან მისი მასიური გავრცელება რეჟიმის დასასრულს ნიშნავს.
ამიტომ არის დასაფასებელი ყველა, ვინც თავის თავზე იღებს პირველ დარტყმებს. პოლიტპატიმრები, აქტივისტები, რუსთაველის პროტესტი და, ცხადია, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც გვიჩვენებენ შეუპოვრობას და ბრძოლის ჟინს.
დღეს, ისე როგორც არასდროს, პოლიტიკური ლიდერების ხმამაღალი მხარდაჭერა არის ჩვენი, თითოეული აქტიური და პატიოსანი მოქალაქის, ვალი. მხარდაჭერა მამუკას და ბადრის, ნიკას, ზურას, ირაკლის და ყველა პოლიტპატიმარს.
პ.ს. ასეთი კოლაბორაციონისტული ხელისუფლებების პირობებშიც კი, Business Association of Georgia – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახერეხებს იყოს გამორჩეულად სამარცხვინო ორგანიზაცია.