გიორგი ქადაგიძე: აი, ეს ადამიანი ბედავს და ამბობს ურთიერთობა უნდა გადავხედოთ ჩვენ მთავარ მეგობართან, აშშ-სთანო

“არ მიყვარს პიროვნული თავდასხმები, რადგან და მისი ოლიგარქია მიმაჩნია ჩვენი პრობლემების წყაროდ და არა რეჟიმის მარიონეტები, მაგრამ ახლა გამონაკლისს გავაკეთებ, რადგან ეს კაცი არჩეული მერია.
კაცი, რომელმაც თბილისის მერია კორუფციის და მექრთამეობის სიმბოლოდ აქცია,
რომლის მერობის დროსაც, მისი მეჯვარე ქალაქის ყველაზე დიდი დეველოპერი გახდა და დედაქალაქის მთლიანი მშენბებლობის 15% უკავია, ხოლო გადაუმოწმებელი ინფორმაციით (რადგან მთლიანად გაუმჭვირვალეა არქის ფინანსები) 2 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები წინასწარ აქვს აღბული,
რომლის მერობისას მხოლოდ გუდიაშვილის მოედანზე 100 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და შემდეგ იქ არსებული შენობების აბსოლუტური უმეტესობა, საბაზროზე ორჯერ იაფად, ისევ არქიმ და მასთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა “აუქციონზე” შეიძინა,
რომლის ინტერესები იკვეთება ყველა გაცემულ დიდ სამშენებლო ნებართვაში, მათ შორის ახლად მოვლენილ მასშტაბურ დეველოპერში ვისოლ ჯგუფის სახით (ტელევიზიის შენობა, იპოდრომი და ა.შ.)
კიევში ფეხის ამდგმელმა, იმდენი სიმამცეც ვერ გამოიჩინა, რომ ერთხელ მაინც ჩასულიყო ამავე ქალაქში და ქართული მეგობრობა მაინც არ შეერცხვინა (პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ). ეს ჩამონათვალი უსასრულოა.
აი, ეს ადამიანი ბედავს და ამბობს ურთიერთობა უნდა გადავხედოთ ჩვენ მთავარ მეგობართან, -სთანო,
ქვეყანასთან, რომელიც არის ს და სამაჩაბლოს არ აღიარების მთავარი გარანტი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მთავარი მხარდამჭერი. 90 ანი წლებიდან მოყოლებული თითქმის ყველა დიდი პროექტის (წყლის, ენერგეტიკის თუ საგზაო) დონორი. სავალუტო ფონდის მეშვეობით, ჩვენი რეზერვების, ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმდგენი, ამერიკაში ათასობით სტუდენტის დამფინანსებელი და მხოლოდ ბოლო სამ წელიდაში, პირდაპირი მნიშვნელობით, ც ჰეპატიტის ელიმინაციის უძვირესი პროგრამით (თითო პაციენტის მკურნალობა 70,000 ამერიკული დოლარი ჯდება) 80 ათასი ჩვენი მოქალაქის სიკვდილისგან გადამრჩენი და ეს ჩამონათვალიც უსასრულოა.
თურმე, ბატონ კალაძეს უნდა, რომ გადახედოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მხარდამჭერ მთავარ პარტნიორთან ურთიერთობას.
ეს არნახული უტიფრობა და ქვეყნის მტრობა აუცილებლად დამთავრდება ოქტომბერში, როგორც კი ქვეყანა კოალიციურ მმართველობაზე გადავა.
გამარჯვებამდე დარჩა 142 დღე.,” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა