გიორგი ფოცხიშვილის წარმატება ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტში

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა ქართველი ბალერონი, დააწინაურა. ის  ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა.

„გიორგი არის ფენომენალური მოცეკვავე იშვიათი ნიჭით. ის არის ქარიზმატული სასცენო პიროვნება, წარმოუდგენელი ძალა აქვს სახტუნაოდ,  შესანიშნავი ტექნიკა და პარტნიორული მუშაობის თანდაყოლილი გრძნობა. უნიკალური არტისტია, რომელმაც, მიუხედავად მცირე ასაკისა, აშკარად იცის, როგორ შთააგონოს დიდი აუდიტორია“,_ განაცხადა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა.

ინფორმაციისთვის, დაწინაურებამდე, გიორგი ფოცხიშვილმა ბალეტ “რაიმონდაში” მთავარი პარტია შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას