გიორგი ტყემალაძე – „ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიიჭა და ვიზალიბერალიზაციის გეგმა წარმატებით შესრულდა

თბილისის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა და კოლეგებს რეგლამენტის დაცვისკენ და კორექტულობისკენ მოუწოდა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გასული დღეების განმავლობაში არაერთი შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
„ეს არის აბსურდი და ტყუილი, რადგან სწორედ ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოხდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულება და ქართველ ხალხთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასე, რომ ნუ ცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებმაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებას ტექნიკური შეცდომა უწოდეს და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა.
„თქვენ მხოლოდ ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევთ რეზოლუციაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას და ნუ გიკვირთ, როცა თქვენი აღმაშფოთებელი საქციელი კოლეგებში პროტესტს იწვევს”,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დასასრულს, გიორგი ტყემალაძე 29 აპრილს დაგეგმილ აქციას შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ენა, მამული, სარწმუნოება, 29 აპრილს რუსთაველზე შეიკრიბება.
,,ეს ბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს და ჩვენ ვალდებულები ვართ და გავყვებით კიდეც ამ გზას”,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით