გიორგი ტყემალაძე საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
როგორც გიორგი ტყემალაძე აღნიშნავს, უკვე 47 წელია უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლობს და მისი ღვაწლი ეკლესიის, ქვეყნის და ხალხის წინაშე ფასდაუდებელია.
„25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. იგი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრავალი წელია თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითად იქცა. ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო