გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ბოიკოტზე: მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ბოიკოტზე: მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ
მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
ის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს გამოეხმარა, რომლებიც დღეს თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვას და კენჭისყრას არ დაესწრნენ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის მათი დღის წესრიგი. მისივე თქმით, რადიკალები მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ ს გაყალბებაზე, რაც მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა.
„არჩევნების შედეგებამდე აბსოლუტურად მთელი ოპოზიცია იძახდა, რომ ამგვარი უპრეცედენტო ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რითაც ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ეს იყო უპრეცედენტო, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის და შეუძლებელი იყო ამ პროცესში რაიმე გაყალბება.
როგორც კი მათ არ მოეწონათ შედეგი დაიწყო აპელირება, რომ არჩევნები გაყალბდა. გამოვიდა ეუთო/ოდირი, გააკეთა ოფიციალური დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც ცალსახად არის ასახული ის, რომ არჩევნები შედგა, არჩევნები შედგა კონკურენტუნარიან გარემოში და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინა თავის არჩევანი მისი ნების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.