““გლობალური ომის პარტიობა” და “დიფ სთეითობა” ვისაც დააბრალეს, ყველამ მხარი დაუჭირა ჩვენი დევნილების დაბრუნების რეზოლუციას წელსაც. ყველა ვინც “დიფ სთეითს” ებრძვის (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.) წინააღმდეგია.
მხარი არ დაუჭერია ჩვენს ახალ ვითომ “სტრატეგიულ მოკავშირეს” კომუნისტურ ჩინეთს. არც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (ვისაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივანის თანამდებობა ვაჩუქეთ და თბილისთან და ბათუმთან უდიდეს მიბევს გადავცემთ), არც ირანს (სადაც ჰეზბოლაჰის და ჰამასის გვერდით იდგნენ პანაშვიდზე “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” გაძახებისას), არც ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს და ყირგიზეთს (სადაც დაუღალავად ჩადიან და თემულ ლენგის საფლავიც კი ყვევილებით შეამკეს).
ისე, ბელარუსიც ჩვენი მოკავშირეა და საერთოდ წინააღმდეგ მისცა ხმა. არ გჯერათ? სუსის და ბელარუსის კგბ-ს თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი 2021 წელს.
მტერი მოყვარეა, მოყვარე მტერია. გატყუებთ და მოგატყუებთო სადამდეც გაგვივაო.
პ.ს. ჩვენი დევნილები კი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიავთ სახლებში, მაგრამ მანამდე 80% განთავისუფლება უნდა მოხდეს ჯერ” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი.

ცნობისათვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზეც დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეებს კი სირია გამოაკლდა.
ნიუ-იორკში მიმდინარე სესიაზე 3 ივნისს კენჭი უყარეს და 107 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღეს საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.