გიორგი სოსიაშვილი: ვიღაცის ნაბოდვარზე BBC-ის მიერ ამხელა სიყალბის აგება, შეურაცხმყოფელია. ქართულ ოცნება არის ეროვნული ხელისუფლება

“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი სოსიაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე კომენტარს აკეთებს:

გამოძიება მიდის. რაც შეეხება ვიღაცის ჭორაობას და ვიღაცის ნაბოდვარზე ამხელა სამაუწყებლო კორპორაციის მიერ სიყალბის აგებას, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და კონკრეტული დანაშაული. სად დავიხიეთ [უკან]? ვისთან დაგვიხევია, რომ ახლა დავიხიოთ? ქართველი ხალხი არავის წინაშე არ იხევს, კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულ ოცნება არის ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება”- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა მ 3 დეკემბერს?

  • “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ “პირველების” არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები  აქვს. 
  • ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს