გიორგი სიორიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ისინი საზოგადოებას რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ, რისი ფაქტიც არ ყოფილა – ივანიშვილმა საქართველო საპყრობილედ გადააქცია

ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციებს ნომინალური სახელწოდებები აქვს, ყველა უწყება „ქართული ოცნების“ დეპარტამენტია, რომლებსაც ერთი დირიჟორი და დირექტივის მიმცემი ჰყავს, რომელიც ა, რომელიც წყვეტს თუ როგორი დრამატურგიით უნდა განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში,- ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის „ლელო“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ისინი საზოგადოებას რევოლუციისა და ხელისუფლების იძულებით დამხობისკენ მოუწოდებდნენ, რისი ფაქტიც არ ყოფილა.
„უშუალოდ ბრალდებას რაც შეეხება, სამართლებრივად აბსურდულია. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის დადგენილებაში უსუსური წინადადებებია ჩაწერილი, საიდანაც ძნელია რაიმე რაციონალური და ლოგიკური დასკვნის გამოტანა. ბრალში წერია, რომ მამუკა და ბადრი გასულ წელს, საზოგადოებას რევოლუციისა და ხელისუფლების იძულებით დამხობისკენ მოუწოდებდნენ, რომლის მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.
როდესაც „საბჭოთა კავშირს“ ხალხთა დიდი საპყრობილე უწოდეს, დიდი აზრი იდო აქ და შეიძლება, დღევანდელ საქართველოსთანაც პარალელი გავავლოთ. ივანიშვილმა საქართველო ხალხის საპყრობილედ გადააქცია. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საპყრობილეში მოაქციოს განსხვავებული აზრი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს. მიმდინარეობს დრაკონული, უმკაცრესი, არაპროპორციული, არაკონსტიტუციური კანონმდებლობის შემუშავება. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი ბასტიონი თავისუფლებისა, რომელიც განათლების სისტემა და თავისუფალი უნივერსიტეტებია, რომელთა შეზღუდვაც დააანონსა ირაკლი მ. მათი სურვილია, რომ პოლიტიკა დააპატიმრონ…
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა ყველა ლიდერი ივანიშვილის ტუსაღია, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება აზრმოკლებული იქნება. ასევე, გვახსოვს ის სპექტაკლი, რომელიც ბადრისა და მამუკას შემთხვევაში გაითამაშეს, იმ მიზნით, რომ დისონანსი შემოეტანათ ოპოზიციურ სპექტრში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მორიგ ჯერზე სისხლის სამართლებრივი დაწყების მიზანია, პოლიტიკური ოპონენტები და პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ და ქვეყანა ფორმალიზებულ დიქტატურასა და კონსოლიდირებულ ავტოკრატიაში დარჩეს.
„საბოტაჟის ბრალი, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბრალს საფუძვლად უდევს, ასევე საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს. ანუ, საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, უკვე პროკურატურაშია, ამით კი სურთ გაამყარონ აკრძალვის საქმე, ეს კი უნისონში მოხდება. შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ 4 კედელში ადამიანის მოქცევა, რაღაც ჩარჩოებში მოაქცევს ადამიანებს. ასევე, მამუკამ და ბადრიმ პირველებმა გადადგეს პირველი გაცნობიერებული ნაბიჯი, როდესაც კომისაზე არ მივიდნენ და დაიჭირეს. შემდეგ იყო საუბარი, რომ „არჩევნებში იმიტომ იღებენ მონაწილეობას, ციხე ადრე დაეტოვებინათო, ყურებით ჰყავდათ დაჭერილიო“. დადასტურდა, რომ 4 ოქტომბრის ამ რეჟიმისთვის არც ლეგიტიმაციას გამოიწვევდა და არც ვითარების ნორმალიზაციას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. თუ „ქართულ ოცნებას“ აწყობდა, რომ „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაშინ დან რამდენიმე დღეში რატომ შეიტანა სარჩელი?“- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება შეფასებებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი საქმეების აღძვრა მმართველი პარტიის მხრიდან ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის პასუხია, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც სავაჭროდ აქვს საქმე და არც იმ მდგომარეობაშია, რომ უხეში ქმედებებით დასავლეთს რაიმე დაათმობინოს“.
„არალეგიტიმური ხელისუფლება უკვე კარგა ხანია ანტიდასავლურ გზაზე დგას, რომლის ოფიციალური დეკლარაციაც 2024 წლის 28 ნოემბერს მოახდინეს. ამის შემდეგ ყოველი მათი ნაბიჯი დასავლეთის საპირისპიროა. მათ არც სავაჭროდ აქვთ საქმე და არც იმ მდგომარეობაში არიან, რომ უხეში ქმედებებით დასავლეთს რაიმე დაათმობინონ, რომელსაც საჯაროდ ლანძღავენ. ოპოზიციური ლიდერებისა და საკონსტიტუციო სარჩელში ნათქვამია, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობდა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა ყოფილა. 2011-2012 წლებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო, ისინიც მუშაობდნენ პარტნიორებთან. მათ მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს ორგანიზაცია – ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ქვეყნებზე, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენს ქვეყანას ფინანსურ, მატერიალურ თუ ინსტიტუციურ დახმარებას უწევდნენ, რომ ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო. ამიტომ სიტყვა „მტრული“ სად იქნება ჩაკვეტებული წინადადებაში, არაფერს ცვლის.
ს ქართველი ხალხისა და იმ რისკების ეშინია, რომელიც შეიძლება მის ქონებას დაემუქროს. როდესაც, ვსაუბრობთ, ქართველ ხალხზე, აქ როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია მოიაზრება“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ასევე, გიორგი სიორიძემ განმარტება გააკეთა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მიერ გაკეთებული განცხადებაზეც, რომ „თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის იდეა შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია“ იყო და აღნიშნა, რომ ამ განცხადების მიზანი არც ბოიკოტის მომხრე მოქალაქეების შეურაცხყოფა ყოფილა და არც ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიების.
„ჩვენ 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ავირჩიეთ ის გზა, რომელიც ჩვენთვის სწორი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ იმას არ გულისხმობდა, რომ საზოგადოებამ რუსულ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ ბოიკოტის გზა სწორი არ იყო, მაგრამ ყველამ თავის გზაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა . საბოლოოდ ვინ იხეირა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ რუსული დავალება შეასრულა, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ მოქალაქე. ჩვენ პასუხისმგებლობას ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას არ ვაკისრებთ“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს