გიორგი სიორიძე – ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ – სანამ ამას არ გავაკეთებთ, ყველგან ვიბრძოლებთ

ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ, – ასე უპასუხა ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ კითხვას, თუ რატომ წარადგინეს ცესკოს წევრად მისი კანდიდატურა კვლავ, თუ საარჩევნო ადმინისტრაციას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
სიორიძის განმარტებით, ამ მიზნის მისაღწევად ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
„ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურად არის არჩეული. ამას ვამბობთ 2 წელია. არავის უნდა იქ ყოფნა და არავის სიამოვნებს. ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ყველგან ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სიორიძემ.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის საელჩოში მიმდინარე შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრებენ.
„ვისაუბრებთ იმ სქემებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ე.წ ტექნოლოგიზებულ კარუსელს, უცხოეთში მყოფ პირთა მაგივრად, ბიულეტენების გაცემას და ხმის მიცემას. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები საკმარისად აქვთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ის, რაც ჩვენ ვიცით, რადგან როგორც ცესკოს წევრები უფრო მეტად ჩახედულები ვიყავით ამ საკითხში“,-განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს ხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს