გიორგი სიორიძე – სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი

ყაველაშვილი თვითონ არავის იწყალებს, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა აღმასრულებელი, ჩვეულებრივი მარიონეტია. ვნახეთ, როგორ აქციეს 19 იანვარს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებული მოსალოდნელი შეწყალება ფსიქოლოგიურ სადიზმად, – ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა.
მისივე თქმით, „სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი“.
„ყაველაშვილი თვითონ არავის იწყალებს, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების ბრმა აღმასრულებელი, ჩვეულებრივი მარიონეტია. ვნახეთ, როგორ აქციეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებული მოსალოდნელი შეწყალება 19 იანვარს ფსიქოლოგიურ სადიზმად. ჯერ გააჩინეს მოლოდინი და საათების განმავლობაში, ყინვაში ელოდებოდნენ ოჯახის წევრები იმ ფაქტს, რომ რაღაც ადამიანობა შეიძლება ყოფილიყო რეჟიმის მხარეს.
ბუნებრივია, სინდისის პატიმრებს არაფერი სჭირთ შესაწყალებელი. ისინი იბრძვიან ციხის კედლებიდანაც. დადგება დრო, როდესაც ყველა გამოცხადდება უდანაშაულოდ. სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიან უკანონო სასჯელს. მათი ფიზიკური თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა ამის ნება რეჟიმს არ აქვს. გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ დასაჯოს ეს ადამიანები თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივებით, მაგრამ არ იციან, რომ ციხეშიც თავისუფლები არიან, ბრძოლის მაგალითს გვაძლევენ, ვინც გარეთ ვართ“, – აღნიშნა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)