გიორგი სიორიძე – აღარ არსებობს ზღვარი მმართველ პარტიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და შავ სამყაროს შორის, სუს-ი შავი სამყაროს მფარველია – ასე ხდება ბელარუსსა და რუსეთში, კონკრეტული ფიგურები იწირებიან – ზოგი ლაზიერია, ზოგი პაიკი

წარმოუდგენელია, რომ ეს კონკრეტული პირებისა და დამნაშავეების ნახელავი იყოს, თუ მათ წვდომა არ აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებზე, სადაც ბუზი ვერ გაიფრენს
ივანიშვილისა და მისი დამქაშების გარეშე – საქართველოში კორუფცია არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის გახდა, საქართველო ჩამპალია კორუფციაში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ, 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ კორუფციული სქემების გამოაშკარავებას შიდა კლანური დაპირისპირებისა და ანგარიშსწორებისთვის იყენებს.
„ბუნებრივია, ამ მასშტაბის დანაშაული არა მარტო საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კი არა, არამედ დიდი ქვეყნისთვისაც კი დიდი მოცულობისაა. წარმოუდგენელია, რომ ეს კონკრეტული პირებისა და დამნაშავეების ნახელავი იყოს, თუ მათ წვდომა არ აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებზე, სადაც ბუზი ვერ გაიფრენს ივანიშვილისა და მისი დამქაშების გარეშე. წლებია ვამტკიცებთ, რომ ივანიშვილმა ეს ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაოდ აქცია. გვახსოვს, ხომ „რუსული კანონის“ პარალელურად „ოფშორების კანონიც“ რომ მიიღეს. საუბარია ძალიან დიდ კორუფციულ სქემებზე, რომელთა გამოაშკარავება ივანიშვილისა და რეჟიმის მიზანი არ არის, არამედ ეს უნდათ, რომ გამოიყენონ შიდა კლანური დაპირისპირებისა და ანგარიშსწორებისთვის. 2 მილიარდ ლარზეა საუბარი, ამხელა ფულის მასა შემოდის ასეთ მცირე ზომის ეკონომიკაში. დიდის ამბით რომ დაიჭირა მ დროშა ხელში, რომ ვითომ კორუფციას ებრძვის, ფაქტები მეტყველებს, რომ თავად ეს პირები აორგანიზებენ. ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში არიან ჩართულები, დიდი ერთიანი მახინჯი სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან. საბოლოოდ, ივანიშვილი და მისი გარემოცვა მდიდრდება, რამდენიმე წელი ერთს მიუშვებენ, მერე დასჯიან და მოიცილებენ, მათ კი სხვები ჩაანაცვლებენ. საქართველოში კორუფცია არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის გახდა, საქართველო ჩამპალია კორუფციაში. ისინი თავად ქმნიან კორუფციას.
ივანიშვილი 90-იანი წლების ს რაღაც მემკვიდრეობას აგრძელებს საქართველოში იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქუჩური გარჩევები, კლანური დაპირისპირებები, ფიზიკური გასწორება, ანგარიშსწორება, სიცოცხლის მოსპობა, ჩვეულებრივი რამ არის. რიჟვაძის შემთხვევა განსაკუთრებული ამბავია. აღარ არსებობს ზღვარი მმართველ პარტიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, შავ სამყაროს შორის. სუს-ი შავი სამყაროს მფარველია, შავი სამყარო ერთ-ერთი მცველია ხელისუფლების წარმომადგენლების. ასე ხდება ბელარუსისა და რუსეთის მსგავს სისტემებში, სადაც ინსტიტუციური დანაწილება არ არის, ასეთ დროს კონკრეტული ფიგურები იწირებიან – ზოგი ლაზიერია, ზოგი პაიკი“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს დაკავებაც შეაფასა.
„ბუნებრივია, ყველა დაკავებული პოლიტიკური ლიდერი არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ ყველანი პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ხაბეიშვილის საქმე ფორმალურ სამართლებრივი კუთხითაც თეთრი ძაფით არის შეკერილი, აბსურდია.
ჩვენ ყველანი ივანიშვილის ამ რუსული, დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებაც პოლიტიკური აქტი იყო, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ბრძოლა, რომელიც საინფორმაციო კამპანიას გულისხმობს, რა დროსაც საზოგადოებას ვესაუბრებით, თუ სად მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – რომ რუსეთის პირისპირ დაგვტოვა და დასავლურ ორბიტას მოგვწყვიტა, ასევე, მათ ჩვენ ვაჩვენებთ ამ ჩამყაყებული სისტემის ალტერნატივებს. ასევე, გააქტიურებულია ქუჩაში პროტესტიც, რომელიც სინდისის პატიმრების საბოლოო განაჩენებმა განაპირობა. მე, როდესაც დავდივარ იმ საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს ვიყრი, მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციურად არის განწყობილი და მათთვის არის გზა, რომ პროტესტი გამოხატონ, რადგან ყოველდღიურად რუსთაველზე ვერ დგანან, რადგან ზოგიერთი საჯარო მოხელეა. მათ სურთ, რომ უარი უთხრან კორუმპირებულ კალაძესა და „ქართულ ოცნებას“. თბილისში „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 24%-იც აღარ არის. საბოლოოდ, ამ ადამიანების გააქტიურება ერთ წერტილში მიდის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის მოახლოებას გულისხმობს. კალაძის საპირწონედ, რომელიც ასეულობით მილიონიან სკანდალში იყო გახვეული, არის ირაკლი კუპრაძე, რომელიც არის მომავლის პოლიტიკოსი და ის ხალხი, რომელიც გამზადებულია საკრებულოებისთვის, ამას ვუპირისპირებთ მათ“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანიის წარმოებას, სიორიძის თქმით, „წინასაარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატებსა თუ კომისიის წევრებზე ძალიან დიდი გავლენა ხდება“.
„არ არსებობს რეალური კონკურენცია. ის, რომ ფორმალურად რამდენიმე პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს კონკურენცია არ არის. დიახ, ხელს გვიშლიან, როდესაც ჩვენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა უფრო მეტად რეგიონებშია, ადამიანებზე ზეწოლას ახდენენ, რეგიონებში მოწყვლადი ადამიანები ცხოვრობენ. მაჟორიტარ კანდიდატებსა თუ კომისიის წევრებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, უდიდეს ნაწილში რეალური კანდიდატები გვყავს წარდგენილი, ეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, ეს არის ბრძოლა, რათა გამოვაცალოთ სამომავლოდ მუნიციპალური დასაყრდენი „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში რომ იყენებს ხოლმე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.