გიორგი სიორიძე – ალეკო ელისაშვილის გვარმა ააღელვა ბატონი ვოლსკი – სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, აწმყოს და მომავალს მიხედოს – რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, გადაწყვეტილებას თბილისი მიიღებს, ჩვენ კი აღვასრულებთ

როგორც ჩანს, ს გვარმა ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი – მან, სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, კოალიციაში მერობის რამდენიმე „ძლიერი კანდიდატი იტესტება“ და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი, რასაც კოალიცია აღასრულებს.
„ცეკას“ ყოფილი ინსტრუქტორი, როგორც ჩანს, დაუბრუნდა თავის კომუნისტურ ფესვებს და შეხვედრებს მართავს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში. ალეკო ელისაშვილის გვარმა, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბატონი ვოლსკი. მან სჯობს, საკუთარ სამარცხვინო პოლიტიკურ წარსულს, სამარცხვინო პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს მიხედოს, რომელიც ძალიან გაურკვეველია. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურებს, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ატარებს გამოკითხვას, სოციოლოგიურ კვლევებს, ტესტავს რამდენიმე ძლიერ კანდიდატს. გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს თბილისი, თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ“,- განაცხადა სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…