პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის საქართველოს ნაკრების სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
სარდალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ისრაელის სახელით მოასპარეზე იამ ვოლჩაკი დაამარცხა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ძიუდოისტი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.
ხვალ, 27 ივლისს, საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ვაჟა მარველაშვილი (66 კგ) წარსდგება.