გიორგი სააკაშვილი: მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის – არ უნდა დავივიწყოთ მისი ღვაწლი

მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი , – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ს ძმამ გიორგი სააკაშვილმა „ვივამედის“ კლინიკასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში ყოფნას არ იმსახურებს.
„მიშა სააკაშვილი არ იმსახურებს პატიმრობაში ყოფნას. რაც არ უნდა ილაპარაკონ და თქვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვერავინ უარყოფს, რომ სწორედ მიშა სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები, თუნდაც დღეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მოგვანიჭეს. მიხარია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო წინ მიიწევს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მიშას ღვაწლი.
მე როგორც ძმამ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ჩემი სურვილია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც დამეთანხმება, რომ მიშას ადგილი ციხეში ნამდვილად არ არის.
თუ ჩვენ გვინდა, რომ პრეტენზია გვქონდეს ძლიერ სახელმწიფოზე ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ პრეზიდენტების დაფასება ვიცით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე აყვანილი“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე