გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

ბიძინა ივანიშვილს ელანდება ყველა სივრცეში, რომ ძალაუფლებას წაართმევენ და ყველანაირი საშუალებებით, მათ შორის პროკურატურის და სუს-ის უკანონო გამოყენებით, ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, – ასე ეხმაურება „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს და პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას დაკავებას.
გიორგი რუხაძის თქმით, ხაბეიშვილის პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეთავაზება, ქრთამები ვერ იქნება იმიტომ, რომ პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს კი არ სთხოვდა, პირიქით, „ეუბნება, რომ თქვენ თქვენი საქმე გააკეტეთ, უკანონო ბრძანება არ შეასრულოთ“.
„ბრალდებები, რითაც ხაბეიშვილი და მით უმეტეს, ზოდელავა დაიჭირეს, არაფერ კავშირში არ არის არც ქვეყნის უსაფრთხოებასთან და არც სამართალთან. ამ ტიპის განცხადება პოლიტიკოსისგან, როგორსაც ლევანი აკეთებდა, რომ თუ პოლიცია ხალხზე არ იძალადებს, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ფულით დავაჯილდოვეთ, რანაირად შეიძლება იყოს ქრთამის შეთავაზება ან მიცემა. ეს არის პოლიტიკური დაპირება. უარესს აკეთებდა ივანიშვილი, როცა ყოველ არჩევნებამდე ჰპირდება საზოგადოებას ფულად პრიზებს. გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც მე შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო. არავის არაფერს არ მიცემდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს განაცხადი გააკეთა.
ხაბეიშვილის შემთხვევაში ეს ქრთამები ვერ იქნება იმიტომ, რომ პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს კი არ სთხოვდნენ, პირიქით, ეუბნება პოლიციელებს, რომ თქვენ თქვენი საქმე გააკეტეთ, უკანონო ბრძანება არ შეასრულოთ, თავები არ გაგვიტეხოთ, ძვლები არ დაგვილეწოთ, შვილები არ მოგვიკლათ ცემით და ამისთვის დაგაჯილდოებთ. ბიძინა ჩამოაგდეთ ან ს თავი გადახოტრეთ, რამე ასეთს კი არ ეუბნებოდა, საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთო, ამის გამო როგორ შეიძლება ადამიანი დაიჭირო.
სინამდვილეში რატომაც დააპატიმრეს ეს ადამიანები, ამის მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ელანდება ყველა სივრცეში, რომ მას ძალაუფლებას წაართმევენ და ის ყველანაირი საშუალებებით, მათ შორის პროკურატურის და სუს-ის უკანონო გამოყენებით, ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ დღეს იმიტომ დააკავეს, რომ „გადაეფარა ამ ორ რაღაცას ერთმანეთი“.
„ერთ დღეს ამ ყველაფრის გაკეთება დამთხვევა ვერ იქნება, ჯუანშერ ბურჭულაძე არსად არ გარბოდა და არც ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილმა ეგ განცხადება ერთი თვის წინ გააკეთა, ეგ თუ დანაშაული იყო, მეორე დღეს დაეკავებინათ. თუ მიმალვის საფრთხე იყო, მაშინვე უნდა დაეკავებინათ. ეს, რა თქმა უნდა, დამთხვევა არ არის, მაგრამ რამდენად იღებდა ხაბეიშვილი ბურჭულაძისგან ინფორმაციას, აქ მე კავშირს ვერ ვხედავ, მაგრამ კავშირს ვხედავ იმას, რომ საინფორმაციო ოპერაცია იყო, ერთ დღეს გაკეთებული. ალბათ მიზანი იყო, რომ გადაეფარა ამ ორ რაღაცას ერთმანეთი. ამ ორი ახალი ამბის საინფორმაციო გადღვება მომხდარიყო. თავისი მომხრეებისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, აგერ ხაბეიშვილი დავიჭირეთ, სამაგიეროდ ბურჭულაძეც დავიჭირეთ. მარტო ოპოზიციას კი არ ვერჩით, ჩვენს ყოფილ მინისტრებსაც ვერჩით“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.