გიორგი რუხაძე – ბოჭორიშვილს უშვებს მიუნხენში , რომ თვითონ არ მოხვდეს თავში ქვა – იცის, ტორტით და ტაშით არ დახვდებიან

ბოჭორიშვილს უშვებს მიუნხენში , რომ თვითონ არ მოხვდეს თავში ქვა – იცის იქ ტორტით და ტაშით არ დახვდებიან, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ მიუნხენის კონფერენციაში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი რუხაძის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ვერავინ იცნობს, ამიტომ შეიძლება „გაუღიმონ და ერთ-ორ ფოტოსაც გადაიღებენ“.
„კობახიძე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს მიუნხენში, სადაც დემოკრატიული სამყარო იკრიბება და სადაც რა და როგორ უნდა გააკეთონ რუსეთის წინააღმდეგ, იქნება მთავარი თემა – მიუნხენის კონფერენციაზე მთავარი ამბავი იქნება, როგორ დასაჯონ იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს და მას იქ რა უნდა, რა უნდა გააკეთოს ან რა უნდა თქვას? ძალიან ბევრი ქვა წამოვა კობახიძის მიმართულებით და მოხვდება თავში, შესაბამისად არ უნდა, რომ თავში მოხვდეს ქვა კობახიძეს და ცდილობს, რომ არ წავიდეს. სამაგიეროდ წავა გაერთიანებულ საემიროებში წელიწადში ოთხჯერ, წავა ბუდაპეშტში წელიწადში შვიდჯერ, მაგრამ არ წავა მიუნხენში იქიდან გამომდინარე, რომ იცის იქ ტორტით და ტაშით არ დახვდებიან.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს დასავლეთში რას იტყვიან, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა სამყარომ რაიმე ფორმით აღიაროს, ხელი ჩამოართვას, გამარჯობა უთხრას. შესაბამისად, მაკა ბოჭორიშვილს იქ ვინ იცნობს, შეიძლება დამლაგებელი ან მიმტანი ეგონოთ და ცოტას გაუღიმებენ, ერთი-ორ ფოტოს გადაიღებენ და ჩამოვა უკან. მასზე ის ზეწოლა არ იქნება, რაც კობახიძეზე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)