გიორგი რურუა – სუს-დან მივიღე უწყება, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი რურუა FACEBOOK-ზე წერს.
გიორგი რურუას განცხადებით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.
აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი”, – წერს გიორგი რურუა FACEBOOK-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი: „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომლებთან დაკავშირებითაც ისეთი მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ომს უკავშირდება, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ შუაგულ ევროპაში