გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია

ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას აქვს წესები. როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული, შესაბამისად, შემთხვევითობა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია , – ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს გიორგი რამიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.
“როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში სამგზავრო ბარგის შემოწმებისას ბრალდებულს ხელჩანთაში აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული და სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება აქვს შერაცხული ბრალად.
ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, შესაბამისად, დანაშაულის ხასიათისა და სპეციფიკის გათვალისწინებით არის ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია განპირობებული.
შემთხვევითობას რაც შეეხება, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას აქვს წესები. როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული, შესაბამისად, შემთხვევითობა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია”, – განაცხადა პროკურორმა.გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია
ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას აქვს წესები. როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული, შესაბამისად, შემთხვევითობა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია , – ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს გიორგი რამიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.
“როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში სამგზავრო ბარგის შემოწმებისას ბრალდებულს ხელჩანთაში აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული და სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება აქვს შერაცხული ბრალად.
ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, შესაბამისად, დანაშაულის ხასიათისა და სპეციფიკის გათვალისწინებით არის ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია განპირობებული.
შემთხვევითობას რაც შეეხება, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას აქვს წესები. როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, იგი დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული, შესაბამისად, შემთხვევითობა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, გამორიცხულია”, – განაცხადა პროკურორმა.