გიორგი ჟამერაშვილი: ჰოდა რავიცი, გგონიათ რომ ვერთობით და ვღადაობთ? – თუ ის ხალხი იდიოტები გგონივართ ვინც თითქმის ორასი დღეა ქუჩაში ვდგავართ?

“მე მაქვს ერთი კითხვა:
გახარია კომისიაზე რომ მივიდა, ამით კომისია ხომ ჩამოშალა, მის ფუნქციას აზრი ხომ დაუკარგა, ჰოდა ოპოზიციის ლიდერებს მაინც რატომ იჭერენ? – თან ისეთ ლიდერებს ვინც უარი თქვა გირაოზე და არც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს შეყოლას.
პასუხი მარტივია:
ასეთი ადამიანების საკუთარ მარწუხებში მოქცევა ვერ შეძლეს და ციხით აპირებენ გაჩუმებას.
ლელომ გადაიხადა, ვაშაძემ გადაიხადა, გახარია მივიდა კომისიაზე და თან გვარწმუნდება მაგარი რამე ვქენიო (რეალურად პოტენციურ ციხეში მოხვედრის რისკს გაექცა, ისევე როგორც იმის თქმის პასუხისმგებლობას თუ ვინ გასცა 20 ივნისს დათვის ტყვიების გამოყენების ბრძანება) ახლა თვითმმართველობის არჩევნებში შედის და ამბობს მაგარ რამეს ვშვრებიო, ლელოც ბუნდოვნად, ოღონდ ოდნავ ჩუმად მიყვება ამ გზას, იმედია ბოლოს გადაუხვეს და მკაფიოდ იტყვის უარს ამ ფარსზე.
ჰოდა რავიცი, გგონიათ რომ ვერთობით და ვღადაობთ? – თუ ის ხალხი იდიოტები გგონივართ ვინც თითქმის ორასი დღეა ქუჩაში ვდგავართ?
ადამიანი ამბობდე რუსეთს ვებრძვიო და ამდროს რეჟიმისთვის უფრო მეტ სასარგებლო საქმეს აკეთებდე, ვიდრე ოპოზიციისთვის არაა ჯანსაღი და სწორი.
არც ისაა სწორი, ციხეში მყოფი პოლიტ ლიდერების ფონზე თვითმმართველობის
არჩევნებში გახვიდე და საზოგადოებას ფონი შეუქმნა თითქოს რეჟიმისთვის ხელვაჩაურის გამოგლეჯვით მაგარ რამეს აკეთებ.
ბრძოლა იქნება ბოლომდე და ამ ბრძოლის შედეგი იქნება პასუხი როგორც რეჟიმისთვის, ასევე იმ სასარგებლო იდიოტებისთვის ვინც რეჟიმის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)