სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი:
“ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში” – ამბობს თეა წულუკიანი, მაგრამ:
ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია
გიორგი ოკმელაშვილი ციხეშია
ვეფხია კასრაძე ციხეშია
ია კერზაია არჩევნებში გამარჯვების დაუოკებელი სურვილის გამო მოკლეს
არჩილ ტატუნაშვილი რუსებმა მოკლეს
თამაზ გინტური რუსებმა მოკლეს
ზამირ კვეკვესკირმმა უსამართლობის გამო თავი დაიწვა
ძალიან ბევრი მშობელი უკიდურესი გაჭირვების გამო ახლა ემიგრაციაშია და შვილები მათ გარეშე იზრდებიან.
მაგრამ მე შემდეგ ნაირად ვიტყოდი:
ყველა მშობელს სჭირდება თავისი შვილი ჰყავდეს სახლში – თუმცა:
ბარბარე რაფალიანცი ამას ვერ შეძლებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი ამას ვერ შეძლებს
დემურ სტურუა ამას ვერ შეძლებს
დავით სარალიძე ამას ვერ შეძლებს
ლევან დადუნაშვილი ამას ვერ შეძლებს
ლუკა სირაძე ამას ვერ შეძლებს.
გიორგი შაქარაშვილი ამას ვერ შეძლებს
თამარ ბაჩალიაშვილი ამას ვერ შეძლებს
ლექსო ლაშქარავა ამას ვერ შეძლებს
მარიტა მეფარიშვილი ამას ვერ შეძლებს
გიგა ოთხოზორია ამას ვერ შეძლებს
3 და 6 წლის ანგელოზი ბავშვები რომლებიც “ოცნების ქალაქში” დაიღუპნენ ამას ვერ შეძლებენ
რიყის დოქებთან ჭაში ჩამხვრჩალი სკოლის მოსწავლე ამას ვერ შეძლებს
სია უსასრულოდ გრძელდება და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც “ქართული ოცნების” დაუდევრობის გამო, ბევრი ადამიანი საკუთარ ოჯახებს სამუდამოდ ჩამოშორდა. არ უნდა დავივიწყოთ 54 რეჟიმის პატიმარი რომელიც ჩვენი დასახსნელია, ისევე როგორც ქვეყანა.
დიდება გმირებს 





თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს 




