გიორგი ჟამერაშვილი: სამი საათი გავიდა რაც თინა ბოკუჩავამ ბრიფინგი ჩაატარა… ამდრომდე არც ერთ პროპაგანდისტულ ტელევიზიას ეს სიახლე არ გაუვრცელებია

“სამი საათი გავიდა რაც თინა ბოკუჩავამ ბრიფინგი ჩაატარა და მისი ქმრის გატაცებაზე ისაუბრა
ამდრომდე არც ერთ პროპაგანდისტულ ტელევიზიას (იმედი, რუსთავი 2, პირველ არხი და პოსტივი) ამაზე პოსტი არ დაუდია და ეს სიახლე არ გაუვრცელებია.
თანაც ამ ამბავს ვოლსკი ზღაპარს უწოდებს. თუ ზღაპარია დაამტკიცონ საპირისპირო, ამოიღონ კამერის ჩანაწერები.
ამავე ტელევიზიებმა რამდენიმე დღის წინ რეზოლუციის მიღებიდან მაქსიმუმ ერთ საათში გაავრცელეს ინფო რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ევროპარლამენტარები და ევროკომისია ითხოვსო.
ამ ფაქტების გაგების შემდეგ, თუ საკუთარ გონებაში ვერ ალაგებ რა აწყობს და რა არ აწყობს რეჟიმს, რავიცი აბა….
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !!!
ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს !!!” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს