გიორგი ჟამერაშვილი: ზემოთხსენებული ქმედება კი მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ასე შეაფასა: “გავყიდეთ შენობა და არა უნივერსიტეტი”

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი:
დღეს გამოვიდა და განათლების ახალი რეფორმა წარგვიდგინა, სადაც მან ერთ-ერთ პრობლემად დაასახელა ის რომ სტუდენტების 85% თბილისში სწავლობს და მათი გადანაწილება სხვადასხვა ქალაქებში უნდა მოხდესო.
ჰოდა ახლა მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი რაც მათ მიერ მიღებულ ამჟამინდელ გადაწყვეტილებას ეწინაამღდეგება.
ფოტოზე ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. ეს შენობა ხელისუფლების შეცვლიდან სამი წლის თავზე 2015 წლის 11 მარტს აუქციონის პრინციპით გაყიდეს, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია “ თაუერსი” მონაწილეობდა. შენობა გაიყიდა და სასტუმრო “ლე მერიდიენად” იქცა.
შესაბამისად ახალ წამოწყებას რომელიც განათლებას მეტად წაახალისებდა და სტუდენტურ ცხოვრებას მეტად მრავალფეროვანს გახდიდა ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნაცების გაკეთებული იყო
ზემოთხსენებული ქმედება კი მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ასე შეაფასა:
“გავყიდეთ შენობა და არა უნივერსიტეტი”

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას