გიორგი ჟამერაშვილი: ამ დროს კი ჩვენ სპორტსმენებს ზოგს სოციალური ქსელი არ აქვს, ზოგი ოცნების სიით პარლამენტში შედის, ზოგი არქის მეწილე ხდება და ზოგი საარჩევნო კლიპებში მონაწილეობენ, ოღონდ მშვიდ გადასაღებ მოედანზე რადგან…

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი:
ირანში დემონსტრაციებზე ერთ-ერთი მოკლული ორგზის ბოდიბილდინგის მსოფლიო ჩემპიონი და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მწვრთნელი მასუდ ზატპარვარი მოკლეს
მასუდის ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში ამ ტექსტით ჰქონდა გამოქვეყნებული:
“მე უბრალოდ მინდა უფლება მქონდეს.
ხმამ, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ჩაახშეს, უნდა იყვიროს.
თქვენ ხართ ჩვენი დღევანდელობის მიზეზი.
თქვენ წაგვართვით ახალგაზრდობა, იმედები, ოცნებები და ელემენტარული მინიმუმიც.
ეს ვარ მე დღეს
მე აქ ვარ, რომ ხვალ სარკეში ჩახედვისას არ ვთქვა, რომ სისხლი არ მქონდა, ღირსება არ მქონდა.
და თუ საჭიროა, ყველაფერს გავიღებ, ნებისმიერ ფასს გადავიხდი ამისთვის.
მე, მასუდ ზატპარვარი, დღეს ქუჩაში ვარ, არ მაქვს შიში, არ მაქვს წუხილი!
მე ჩემი უფლება მინდა.”
ამ დროს კი ჩვენ სპორტსმენებს ზოგს სოციალური ქსელი არ აქვს, ზოგი ოცნების სიით პარლამენტში შედის, ზოგი არქის მეწილე ხდება და ზოგი საარჩევნო კლიპებში მონაწილეობენ, ოღონდ მშვიდ გადასაღებ მოედანზე რადგან ქაოსი არ უყვართ
(მასუდის ბოლო ინსტაგრამ პოსტი)