გიორგი პერტაიამ მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს არჩეულმა წევრმა, სტამბულში, მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო საქმიანობები, ამასთან ICC-ის წევრ სავაჭრო პალატებთან დაგეგმილი ინიციატივები.
„ასევე, WCF-ს გენერალური საბჭოს ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პალატების მიერ გაციფრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები, პროექტები და მდგრადი განვითარების თემები.
გაციფრულების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის საკითხებთან მიმართებით, მსოფლიო პალატების ფედერაციის ფარგლებში შექმნილია ცალკე სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა.
აღნიშნულ ღონისძიებას პალატების ფედერაციის ხელმძღვანელობა ესწრებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა