ტურისტული კომპანიის “გიორგი პარიზი” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი ციქუბაძე, ტურიზმის სფეროში ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ქართველ მოგზაურებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მეწარმეებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.
როგორც ციქუბაძემ BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” სტუმრობისას განაცხადა, პლატფორმის შექმნის იდეა მოგზაურობისას წარმოშობილი რეალური პრობლემებიდან გამომდინარე გაჩნდა.
„მოგზაურობა ხშირად სტრესთან ასოცირდება – იქნება ეს ბილეთის შეძენა, სასტუმროს პოვნა თუ ქალაქის უცოდინარობის გამო წარმოშობილი სირთულეები. ამან გადამაწყვეტინა შემექმნა სივრცე, სადაც ყველა საჭირო სერვისი ერთიანად ხელმისაწვდომი იქნება“, – აღნიშნა ციქუბაძემ.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა არა მხოლოდ „გიორგი პარიზის“ სერვისებს მოიცავს, არამედ ღია იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებიც ტურისტულ მომსახურებას აწვდიან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმის არეალი არ იქნება მხოლოდ პარიზი.
„მინდა, რომ ჩემი პირადი გამოცდილება და წარმატება გავუზიარო სხვა ქართველებსაც. პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან ბინის მეპატრონეები, გიდები, ტრანსფერის მომსახურების შემსრულებლები ატვირთავენ დოკუმენტაციას, გაივლიან შემოწმებას და უშუალოდ დაუკავშირდებიან მომხმარებლებს.
ჩვენი მიზანია არ შევთავაზოთ მხოლოდ სტანდარტული ტური, არამედ შევქმნათ გამოცდილება. თითოეულ მომხმარებელზე მორგებული მოგზაურობა უნდა გავხადოთ დაუვიწყარი”,- ამბობს ის.
მისი ინფორმაციით, მომხმარებელი შეძლებს აპლიკაციასა და ვებსაიტზე:
